დაგვიკავშირდით: +(995) 591 33 33 30

შექმნის ისტორია

რადიაციისგან დამცავი, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, ანტიოქსიდანტი, ანტივირუსული ბუნებრივი კომპლექსური საშუალება.

უპირველესად, პატივს მივაგებთ პრეპარატის ავტორის, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პროფ. ვაჟა ხოსიტაშვილის (1938-2013) ხსოვნას და მის ფასდაუდებელ ამაგს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის შეტანილ წვლილში. დიდი მადლობა მეცნიერებათა დოქტორ, ბ-ნ ლევან ხოსიტაშვილს, რომელიც აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ფარმაკოლოგიაში. აგრეთვე ყველა ფარმაცევტს, ტექნოლოგს და მკვლევარს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ პროდუქტების შექმნაში.

ფიჭვი

ფიჭვი - დღეს-დღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლადი მცენარეა. ფიჭვის უნიკალური თვისებები გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში. ფიჭვის თანამედროვე კვლევები განპირობებული იყო რადიაქტიული დასხივებისადმი განსაკუთრებული მდგრადობით, რაც შენიშნეს საბოთა კავშირის და საფრანგეთის მეცნიერებმა.


ჩერნობილის ატომური სადგურის ავარია, 1986 წ.

ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციის პროცესში მკვლევარებმა და მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს უაღრესად საყურადღებო და გასაოცარ ფაქტზე - ფიჭვის ტყემ, რომელიც ატომური სადგურის ირგვლივ იყო გაშენებული, 30 წუთის განმავლობაში გაუძლო უმძლავრეს რადიაქტიულ გამოსხივებას. შემდგომში ეს ტყე ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში და ეწოდა „წითური ტყე“. დადგინდა, რომ ფიჭვმა გაუძლო და შეაკავა გამოსხივების 90%. შემდგომში გადაწყვეტილება მიიღეს დაემარხათ ტყის ნაწილი რადიაქტიური მტვერის შეკავების მიზნით, დანარჩენი ნაწილი კი დღემდე არის შემორჩენილი. ფიჭვი წარმოადგენს ერთგვარ რადიოპროტექტორულ ეკრანს, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაკავა რადიაციის შემდგომი გავრცელება.


ფიჭვის ტყემ გაუძლო გამა გამოსხივებას.


ე.წ. მკვდარი ტყე ჩერნობილის მახლობლად, რომელიც არ იხრწნება.

დაახლოებით ამავე პერიოდში (1966-1996 წწ), წყნარ ოკეანეში, ატოლ მორუროას პოლიგონზე საფრანგეთმა ჩაატარა 181 ატომური ბომბის გამოცდა. მეცნიერებმა აქაც ყურადღება გაამახვილეს იმ მოვლენაზე, რომ ფიჭვს უნარი აქვს გაუძლოს და შეაკავოს რადიაცია, და ამავე დროს გააგრძელოს ნელი, მაგრამ სტაბილური ბიოლოგიური პროცესი, მძლავრი დასხივების მიუხედავად.


ბირთვული ბომბის გამოცდები ატოლ მორუროაზე (1966-1996 წწ).

ამ დაკვირვებების შედეგად მეცნიერებმა დაიწყეს ფიჭვის სასარგებლო თვისებების გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის. საფრანგეთში და სსრკ-ში დაიწყეს მუშაობა ფიჭვის ფიტოქიმიური ექსტრაქტის შექმნაზე. კვლევების მიზანი იყო რადიაქტიული დასხივებით გამოწვეული მავნე შედეგების აღმოფხვრა ადამიანის ორგანიზმში.

Image placeholder

პროფ. ვაჟა ხოსიტაშვილი (1938-2013)

ქართული ფიჭვის ექსტრაქტის ავტორია გამოჩენილი მეცნიერი, პროფესორი ვაჟა ხოსიტაშვილი (1938-2013), რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდა მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტში (1980-1990 წწ). სსრკ დაშლის შემდგომ კი მუშაობა განაგრძო საქართველოში. ფოლიუმ პინი - ნატურალური პროდუქტია, რომელიც მიიღება მაღალმთიანი ქართული ფიჭვის ფიტოქიმიური ექსტრაგირებით და წარმოადგენს უაღრესად სასარგებლო ბიოქიმიური ნივთიერებათა კომპლექსს.

ფოლიუმ პინის რადიოპროტექტორული და მძიმე მეტალების გამომდევნი თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევები ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს რენტგენოლოგიის ინსტიტუტში, რის შედეგადაც დადგინდა მძიმე მეტალებისა და რადიონუკლეიდების გამოყოფა ორგანიზმიდან. კვლევების თანახმად დაფიქსირდა რადიონუკლეიდების სენსაციური გამოყოფა ადამიანის ორგანიზმიდან - მიღებამდე: 2 ბეკერელი, მიღების შემდეგ - 150-200 ბეკერელი, ურან 238 ჩათვლით!

ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყოფის
ცხრილი ფოლიუმ პინის მიღებისას

ქართული ფიჭვის ექსტრაქტის FOLIUM PINI უაღრესად აქტუალურია თანამედროვე რეალობაში: გაზრდილი რადიაციის, მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურების, უხარისხო საკვები პროდუქტების და თამბაქოს მოხმარების ფონზე - ორგანიზმის განწმენდა-დეტოქსიკაცია და აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მიღება - სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქალაქებში და ზღვისპირა რაიონებში მცხოვრებთათვის.