ტრიგუბოვის მალამო 30ml - ტკივილგამაყუჩებელი, ანთებსაწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო ფიტო მალამო.
შემადგენლობა:
- ადამის ფესვი - კავკასიის ხალხურ მედიცინაში მრავალი საუკუნის მანძილზე გამოიყენება რევმატიზმის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, მსხვილი და მცირე სახსრების დაავადებების დროს.
- პროპოლისი - ფუტკრის ნატურალური პროდუქტი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და იმუნიტეტის ასამაღლებელი ბუნებრივი კომპლექსური ნივთიერება.
- ზეითუნის ზეთი - შეიცავს ოსტეოკალცინს, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლოვანი სისტემის სიმტკიცეზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილს და აძლიერებს კუნთოვან ტონუსს.
- ფიჭვის ზეთი - ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთებსაწინააღმდეგო საშუალება.
- ცვილი - ფუტკრის ნატურალური პროდუქტი, დეტოქსიკაციური და აბსორბციული თვისებებით.
- შეიცავს ბუნებრივი ვიტამინების კომპლექს. აქვს ანტისეპტიკური და რეგენერატიული თვისებები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანთებსაწინააღმდეგო, მიკრობსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
- აქვს გამოხატული ანთებსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და
შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები. ხსნის კუნთოვან სპაზმებს.
- ახდენს კანის რეცეპტორების მოქმედების აქტივაციას.
- აღადგენს სახსრების მობილურობას.
- ააქტიურებს ქსოვილების რეგენერაციას.
- აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
გამოყენება: გარეგანი გამოყენება სახსრების და ხერხემლის ზონაში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუგუებლობა მალამოს კომპონენტებისადმი.
12 წლამდე ბავშვები. ორსულობა. ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქცია, წვა, ჰიპერემია.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო, შუშის ქილაში. 30 მლ.
ინახება მშრალ და გრილ ადგილზე. დაიცავით ბავშვებისგან!
მოარიდეთ თვალებს!
აფთიაქში გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია საქართველოში შპს “მეთაფლიას” მიერ.
დამკვეთი: შპს “პიგმენტი”.