დაგვიკავშირდით: +(995) 591 33 33 30

მენჯ-უნი (Menj-Uni)
ბიოაქტიური კვებითი დანამატი

მენჯ-უნი (Menj-Uni) - მაღალმთიანი ქართული ფიჭვის და ენდემური მცენარეების ფიტოქიმიური ექსტრაქციის ნატურალური პროდუქტი. წარმოადგენს ბუნების სასარგებლო ბიოქიმიური ნივთიერებების მრავალფეროვან კომპლექსს.




"მენჯ-უნი"-ს შემადგენლობაში შედის 6 მცენარის ფენოლური ბუნების ნაერთები, ლიპიდები, ნაჯერი და უჯერი რიგის ცხიმოვანი მჟავები, ფიტოსტერინები, ცილები, თავისუფალი და შეუცვლელი ამინომჟავები, A, C, K, E, P ვიტამინები.

ასევე არის წყარო და შეიცავს ქლოროფილო-კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, ტერპენებს, რთულ არომატულ ნაერთებს, ეთერის სტაბილურ ნაერთებს და მინერალური ნივთიერებებს.

ყველა ეს ნივთიერება ავლენს ორგანიზმისთვის დადებით ბიოლოგიურად აქტიურ ფუნქციას, კერძოდ ახდენენ როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ ზემოქმედებას საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და ძვალ-სახსროვანი სისტემის დადებით მკურნალობაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, 400 მგ
შეფუთვა: 30 ტაბლეტი
ბიოლოგიური და ფიტოქიმიური შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
ფიჭვის წიწვები (Pinus sylvestri): 0,067 მგ
მუხის მერქნის ნახერხი (Quercus): 0,067 მგ
იფნის ფოთლები და ყლორტები (Fraxinus): 0,067 მგ
უნგერის ფოთლები (Rhododendron): 0,067 მგ
ყურძნის მშრალი ჭაჭა (Vitis): 0,067 მგ
თრიმლის ფოთლები და ყლორტები (Cotinus): 0,067 მგ

ჩვენებები:

  • ოსტეოართრიტი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი
  • ართროზი
  • სახსრების დეგენერატიული დაავადებები
  • ართროპათიები
  • ოსტეოქონდროზი
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი


მენჯ-უნი (Menj-Uni)

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ქლოროფილო-კაროტინოიდები წარმოდგენილი არიან ვიტამინურ-ლიპიდო-ფიტოსტერინული ბუნების ბიოქიმიური ნაერთებით. სიტოსტერინი, სტიგმასტერინი და კამპესტერინი წარმოადგენენ მცენარის უჯრედოვანი მემბრანის სტრუქტურულ კომპონენტებს და ადამიანის ორგანიზმში იწყებენ მოქმედებას როგორც ვიტამინ D-ს (პროვიტამინ D-ს) სინთეზის კოფაქტორები, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს წვრილ ნაწლავში კალციუმის და ფოსფორის საკვებიდან შეწოვას, რითაც უზრუნველყოფს ადამიანის ძვლოვანი ქსოვილის აგების სუბსტრატის არსებობას, ასევე ასტაბილურებს მასალით ადამიანის უჯრედების ფოსფოლიპიდურ მემბრანებს. ეს ნივთიერებები ამცირებენ მავნე ქოლესტერინის და ლიპოპროტეიდების დონეს, რომლებიც თავის მხრივ მოქმედებენ ძვლოვან მეტაბოლიზმზე. ფიტოსტერინები საკვებში მოხვედრისას ამცირებენ ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვის მოცულობას - კერძოდ ისინი არიან ნაწლავის მიცელებში ქოლესტერინის შეღწევადობის ინჰიბიტორები. ეს თვისება ეხმარება ორგანიზმს HDL-ის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები) და LDL-ის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები) დონის კონტროლში.

ფიტოსტატინები აღადგენენ ბალანსს ძვლის ოსტეობლასტების და ოსტეოკლასტების წარმოქმნასა და რეზორბციას შორის, რითაც შესაბამისად ამცირებენ ოსტეოპოროზულ მოტეხილობებს, ასევე ახდენენ ჩონჩხის მინერალური სიმკვრივის მაჩვენებლების კორელაციას. ფიტოსტერინული სტატინები ხელს უწყობენ ოსტეოკლასტების შემცირებას აპაპტოზის აქტივაციის მეშვეობით, კერძოდ ძვლის მორფოგენეტიკური ცილა-2 ის ექსპრესიის სტიმულაციის ხარჯზე, რასაც მივყავართ ოსტებლასტების დიფერენცირების გაძლიერების და ასევე მეგალონატზე (ქოლესტერინის ბიოციკლის პირველი საფეხური) ზემოქმედების გზით, რაც იწვევს ოსტეოკლასტების აქტივობის ჩახშობას და მათ აპოპტოზს. ძვლოვან სისტემაზე ზემოქმედების მიღმა, ფიტოსტერინები ფლობენ ანტი-ათეროგენულ და ანტი-კანცეროგენულ აქტივობას, ანთებსაწინააღმდეგო, იმუნომოდულირებად და ანტიოქსიდანტურ ეფექტს.

ქლოროფილი და ქლოროფილინები - მწვანე პიგმენტი, ფოტოსინთეზის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ქლოროფილის ქიმიური სტრუქტურა ჰემის მოლეკულის აგებულების კომპლემენტარულია (ჰემის მოლეკულისგან განსხვავებით, ქლოროფილის ბირთვი შეიცავს მაგნიუმს), რაც განსაზღვრავს მის ბიოლოგიურად აქტიურ ზემოქმედებას ადამიანის ერითროპოეზზე. ქლოროფილი და ქლოროფილინური ნაწარმი მენჯ-უნი, საერთო სისხლის ნაკადში მოხვედრისას, ამდიდრებს მას ერითროციტების სინთეზის მექანიზმის ამოქმედებით და ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის პერფუზიის გაძლიერებით სისხლის პლაზმის ოქსიგენაციის გაზრდის ხარჯზე. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნიტეტის გაძლიერებაში და იცავს ადამიანის ორგანიზმს რადიაციული იმუნოსუპრესიისგან. ქლოროფილური ნაწარმი, კერძოდ ფეოფორბიდი, კანისა და ძვლოვანი ქსოვილის სიმსივნის დროს ორგანიზმში მოხვედრისას ასრულებს ფოტოსენსიბილიზატორის როლს. ის არჩევითობის პრინციპით გროვდება სიმსივნეში და არ ჩერდება ჯანმრთელ ქსოვილში. მოლეკულები მოქმედებენ როგორც გარდამქმნელები, რომლებსაც აქვთ უნარი გადასცეს სისხლის ნაკადში არსებულ ჟანგბადს სინათლის კვანტების ენერგია, რითაც გარდაქმნის სინგლეტურ ფორმას და მაღალაქტიურ ჟანგბადშემცველ რადიკალებს, ზუსტად რომლებიც ახდენენ ციტოსტატიკურ მოქმედებას, რითაც იწვევენ ძვლოვანი ქსოვილისა და კანის სიმსივნის სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებას, ანდა პათოლოგიური უჯრედების ნეკროზს და აპოპტოზს.

ბეტა კაროტინი (პროვიტამინი A) და კაროტინოიდები (ტეტრატერპენები)
პიგმენტების ჯგუფი, რომლებიც არიან უძლიერესი ანტიოქსიდანტები. ბეტა კაროტინის და კაროტინოიდების არანაჯერი ელექტრონული სტრუქტურა ეხმარება მოლეკულებს შთანთქონ თავისუფალ-რადიკალურ ნაწილაკების უზარმაზარი რაოდენობა, რითაც აარიდებს ორგანიზმის უჯრედოვანი მემბრანების განადგურებას. არის ძლიერი არასპეციფიკური იმუნოსტიმულატორი. იცავს ძვლოვან ქსოვილს პეროქსიდული ჟანგვისგან, რის გამოც წარმოადგენს შეუცვლელ ანტიოქსიდანტს პირებისთვის ჰიპოკინეტიკური ოსტეოპოროზით და პოლიტრავმით. თვითონ ეფექტი დაკავშირებულია T ლიმფოციტების, მათ შორის T ჰელპერების პროლიფერატიული უნარის გაზრდასთან. პეროქსიდული რადიკალების ლიკვიდაცია ზრდის T უჯრედების უნარს ბლასტოგენეზისადმი. პროვიტამინი A ვიტამინ A-ს სინთეზის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ანტიოქსიდანტური ჯგუფის გლუტატიონპეროქსიდაზის (სელენის ჩართვის აქტივაცია) ფერმენტების სინთეზში, ჰიალურონის მჟავის სინთეზში, ჰეპარინის, გლიკოპროტეინების, თვალის ბადურაში როდოპსინის სინთეზში. მეტაბოლიტ რეტინოლის სახით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეპითელიალური და ძვლოვანი ქსოვილის ზრდაში, დიფერენციასა და ფუნქციის შენარჩუნებაში. ახდენს სინერგიზმს ვიტამინ D და ვიტამინ E-სთან, სწორედ ამიტომ რაქიტის მდგომარეობებისას რეკომენდირებულია D და A ჯგუფის ვიტამინების ერთობლივი მიღება. ლუტეინი - კაროტინოიდთა ჯგუფის პიგმენტი, შედის მენჯ-უნის შემადგენლობაში და მოქმედებს შემაერთებელი ქსოვილის მიმოცვლით პროცესებზე, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების დროს, კერძოდ მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, სახსარშორისი სივრცის ანთებითი რეაქციების ინჰიბიციისათვის.

ვიტამინები K, C, E
ვიტამინი K - მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს გლუტამინის მჟავის ნარჩენების კარბოქსილიზაციაში ადამიანის ორგანიზმის 14 GLA ცილების პოლიპეპტიდურ ჯაჭვებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სისხლის შედედებაში, სისხლძარღვების ბიოლოგიურ აგებულებაში, მეტაბოლიზმში. ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლოვანი მატრიქსის არაკოლაგენური ცილის - ოსტეოკალცინის სინთეზში. ოსტეოკალცინი სინთეზირდება ოსტეობლასტებსა და ოდონტობლასტებში, ერთვება კალციუმისა და ძვლოვანი ქსოვილის ჰიდროქსიაპატიტების დაკავშირებაში, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის გაძვალების სიჩქარის შემცირებას, ხელს უშლის განვითარებადი ძვლების დეფორმაციას და მარილების დაგროვებას არტერიული სისხლძარღვების კედლებზე. ვიტამინი E - უჯრედოვანი მემბრანული სტრუქტურების მჟანგავი პროცესებისგან უნივერსალური მცველი (მემბრანების დაცვა ზეჟანგური დესტრუქციისგან). ვიტამინ E-ს ზემოქმედებით ხდება ძვლოვანი ქსოვილის უჯრედების მემბრანოსტაბილიზაცია. ის ასევე ფლობს ანტიგიპოქსანტურ უნარებს - სისხლში ცირკულირებადი ჟანგბადის გაუმჯობესებული უტილიზაციის უნარს, რითაც თავიდან აცილებს ადამიანის ქსოვილების ჰიპოქსიას. ვიტამინი E არის იმუნომოდულატორი და ასევე კოლაგენის სინთეზის მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანის კანქვეშა უჯრედისსა და ძვლებში.

ვიტამინი C - არის ერთ-ერთი საკვანძო ვიტამინი, რომელიც მონაწილეობს შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებაში, რომელიც ფლობს კოფერმენტულ და ანტიოქსიდანტურ ფუნქციებს. მონაწილეობს ჟანგვით-აღდგენით პროცესების რეგულირებაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედების ანტიაგრეგაციულ სისტემაში, ქსოვილთა რეგენერაციაში, ანტი-ინფექციურ და ანტი-ბაქტერიულ რეაქციებში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის მედგრობას ეკზოგენური აგენტების მიმართ. ვიტამინი C ინჰიბირებს და ჩაგრავს ფერმენტ ჰიალურონიდაზას, რითაც იცავს ქონდროიდალური ქსოვილის სინთეზისთვის აუცილებელ ჰიალურონის მჟავას, ამასთანავე ხელს უწყობს ფიბრილარული ცილების სინთეზს პროკოლაგენის სინთეზის მექანიზმის ამოქმედებით, ძვლოვანი ქსოვილისთვის მნიშვნელოვან ცილად - 1 ტიპის ძვლოვან კოლაგენად შემდგომი გარდაქმნით.

ვიტამინი P - ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს კაპილარების კედლების განვლადობას, C ვიტამინთან ერთად აფერხებს სისხლძარღვებში ფერმენტ ჰიალურონიდაზას მოქმედებას და ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას, აფერხებს სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაგროვებას და ათეროსკლეროზის განვითარებას, ოქსიდაციისგან იცავს ასკორბინის მჟავას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ჰორმონ - ადრენალინს. ამჟღავნებს მასში არსებული C და P ვიტამინურ აქტივობას და არეგულირებს წნევას.

პოლიპრენოლები - დაბალმოლეკულური ბუნებრივი ბიორეგულატორები, ადამიანის ორგანიზმში დოლიქოლად ტრანსფორმაციის სუბსტრატი. დოლიქოლები მონაწილეობენ გლიკოპროტეინების სინთეზში, რითაც აყალიბებენ საფუძველს მემბრანული რეცეპტორებისთვის და ფერმენტებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ ძვლოვანი ქსოვილის უჯრედების მემბრანების სწორ ლიპიდურ შემადგენლობას. ტერპენები (მონო-ტეტრა ეთერული ნაერთები) ნახშირწყალბადის ნაერთები იცავენ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებს სხვადასხვა დაზიანებებისგან. ისინი წარმატებით ანეიტრალებენ აგრესიულ სინგლეტურ ჟანგბადს, რითაც ანელებენ დაბერების პროცესებს. ტერპენები კარგად აჯერებენ ჟანგბადით შემაერთებელ ქსოვილურ სტრუქტურებს. გარდა ამისა, ტერპენები ორგანიზმში აღადგენენ ვიტამინების A, E და D-ს მარაგებს, რითაც არიდებენ კანისა და ძვლოვანი სისტემის მრავალ დაავადებას.

პოლიფენოლები და ფლავონოიდები
მცენარეული ნაერთების ფართო და უმნიშვნელოვანესი კლასი, რომელსაც გააჩნია ციტოპროტექტორული, მემბრანოსტაბილიზირებადი და დეტოქსიკაციური თვისებები. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას მომენტალურად ებმებიან უჯრედების ოქსიდაციური განადგურების პროდუქტებთან ბრძოლის ჯაჭვში, რა დროსაც ქმნიან ფარს და თავისუფალ-რადიკალურ ნაერთებთან ბრძოლის საშუალებას, ამ უკანასკნელთა ნეიტრალიზაციით თავისი ქიმიური სტრუქტურის დამსახურებით. ხელს უწყობენ ადამიანის ნაწლავის დადებითი ბიოტის ზრდას, რითაც ასტიმულირებენ ორგანიზმის ყველა ბიოლოგიურად მნიშვნელოვან ნივთიერების ყველა ტიპის ენდოსინთეზს. ოლიგომერული პროანტოციანები - OPC (კონდენსირებული ტანინები) - პიგმენტური რიგის ფენოლური ნაერთების განსაკუთრებული ჯგუფი, პოლიმერები, რომლებიც მიიღება ფლავან-3-ოლს-ის კონდენსაციის შედეგად, როგორიცაა პროციანიდინი, პროდელფინიდინი, პროპელარგონიდინი. გააჩნიათ ძლიერი ანტი-ოქსიდანტური და ანთებსაწინააღმდეგო თვისებები. ახდენენ რადიოპროტექტორულ, ანტი-კანცეროგენულ და ანტი-მეტასტაზურ მოქმედებას. აძლიერებენ A და C ჯგუფის ვიტამინების მუშაობას. უჯრედოვან დონეზე იცავენ მიტოქონდრიალურ დნმ-ს დაზიანებებისა და არასისტემატური მუტაციებისგან.

უკუჩვენება: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში.

მოხმარების წესები და დოზირება: ზრდასრულებში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ბავშვებში 1 ტაბლეტი 1ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე. შესვენება კურსებს შორის - 5-6 თვე.

შენახვის პირობები: ინახება შუქისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25 გრადუსისა).

შენახვის ვადა: 2 წელი



გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია საქართველოში შპს “გამას” მიერ.
დამკვეთი: შპს “პიგმენტი”

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)

მენჯ-უნი (Menj-Uni)