დაგვიკავშირდით: +(995) 591 33 33 30




საქართველოს ბუნების საგანძური!

გაიგეთ მეტი

მწეველთა საყურადღებოდ!



თამბაქოს კვამლი

რა უნდა იცოდეს მწეველებმა.

თამბაქოს წვის ტემპერატურა 300C დან 1100C დიაპაზონშია. თამბაქოს კვამლი შედგება აირული და ნაწილაკური ფაზებისგან. აირული ფაზა შედგება დაახლოებით 5 000 ქიმიური შენაერთისგან. ამ მცირე გამოკვლევაში წარმოგიდგენთ და გავაანალიზებთ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე საშიშ ნივთიერებას.

ნიკოტინი - შხამიანი ალკალოიდია და აზიანებს ნერვულ სისტემას, სასუნთქ გზებს, მომნელებელ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს. სინილის მჟავა - იწვევს ორგანიზმის საერთო მოწამვლას. სტიროლი - აზიანებს გრძნობის ორგანოების მოქმედებას. ნახშირბადის მონოქსიდი - იწვევს სასუნთქი გზების და გულის დაავადებებს. აფერხებს სისხლის წითელი უჯრედების მიერ ჟანგბადი შეთვისებას. აზიანებს კანს. მანქანის გამონაბოლქვი და თამბაქოს კვამლი ერთიდაიგივე ნივთიერებაა და აქვთ ერთიდაიგივე ქიმიური ფორმულაა - CO.

რადიაქტიული კომპონენტები: პოლონიუმ-210 , ტყვია-210, კალიუმ-40, რადიუმ-226, რადიუმ-228, თორიუმ-228. მედიცინაში მკაცრად განსაზღვრულია, რომ რადიაქტიური ნივთიერებები წარმოადგენენ კანცეროგენებს. რადიაქტიული ნივთიერებები ორგანიზმში იწვევენ სიმსივნეს. კანცეროგენული კუპრი ფილტვებიდან სისხლში მოხვედრის შემდგომ აზიანებეს სხვადასხვა ორგანოებს - ღვიძლს, თირკმელს და სხვ.

კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტო პირველი ჯგუფის კანცეროგენებს მიაკუთვნებს 44 ნივთიერებას, აქედან 9 ნივთიერებას შეიცავს თამბაქოს კვამლი. ესენია: ბენზოლი, კადმიუმი, დარიშხანი, ნიკელი, ქრომი, 2-ნაფტილ-ამინი, ვინილქლორიდი, 4-ამინობიფენილი, ბერილიუმი. ამას გარდა, თამბაქოს კვამლი ასევე შეიცავს კო-კანცეროგენებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანცეროგენების მოქმედებას. მაგ. კატეხოლი და სხვა კო-კანცეროგენული ნივთიერებები.

გარმალინს და ტეტრაგარმალინს ახასიათებს ჰალუცინოგენური ზემოქმედება.

აზოტის დიოქსიდს თამბაქოს კვამლი შეიცავს დიდი რაოდენობით, რაც განაპირობებს ფილტვების დაზიანებას და რესპირატორული დაავადებების მიმართ ორგანიზმის დაბალ ბრძოლისუნარიანობას. იწვევს სისხლის შემადგენლობის ცვლილებებს, ამცირებს ჰემოგლობინის შემცველობას. აძლიერებს კანცეროგენული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. ანადგურებს იმუნურ სისტემას და უძლურს ხდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას პათოგენური მიკროორგანიზმების და ვირუსების მიმართ. თამბაქოს კვამლი შეიცავს 76 მეტალს, ესენია: ნიკელი, კადმიუმი, დარიშხანი, ქრომი, ტყვია, და სხვ. რაც იწვევს სიმსივნურ წარმონაქმნებს და ასთმას.

თავისუფალი რადიკალები: ეს ატომური ჯგუფი გამოირჩევა არასტაბილურობით. ცდილობენ „მიიტაცონ“ ელექტრონი სხვა მოლეკულებისგან, რაც განაპირობებს ჯაჭვურ რეაქციას და იწვევს ორგანიზმის უჯრედების დაზიანებას. 1 ღერი სიგარეტის მოწევისას ადამიანი ამოისუნთქებს არანაკლებ 1 ბილიარდ აგრესიულ ნაწილაკს - თავისუფალ რადიკალებს. გამოთვლებით დადგინდა, რომ 1 ღერი სიგარეტის მოწევის შედეგად ჟანგბადის იონები ნადგურდება 450 კვ. მეტრის ფართობზე.

1 კუბური სანტიმეტრი თამბაქოს კვამლი შეიცავს ჭვარტლის 600 000 ნაწილაკს.

ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ეწევა დღეში 1 კოლოფ სიგარეტს, ორგანიზმში იგროვებს დაახ. 6 კილო ჭვარტლს.

თამბაქოს კვამლი შეიცავს უფრო მეტ ტოქსიკურ ნივთიერებას, ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის შედეგად გამოყოფილი კვამლი. თამბაქოს კვამლი არანაკლებ საზიანოა არამწეველებისთვისაც. განსაკუთრებით უარყოფით ზემოქმედებას იწვევს ირგვლივ მყოფ არასრულწლოვნებში. იწვევს ალერგიას, ასთმას, თავისტკივილს, ხველას, გულისრევას და სხვ.

სტატისტიკით, ყოველ 8 გარდაცვლილ მწეველზე მოდის 1 პასიური მწეველი. ოთახში მოწევისას მწეველი ნელი სიკვდილისთვის იმეტებს გარშემომყოფ ადამიანებსაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბავშვთა 50% (700 მილიონი) განიცდის თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ 6 წამში 1 ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებისგან. ყოველწლიურად კი იღუპება დაახ. 5 მილიონი ადამიანი.

თამბაქოს მოხმარება გლობალური პრობლემაა, რომელსაც გააჩნია ძალიან სერიოზული უარყოფითი შედეგები ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. როგორ უნდა შევამციროთ თამბაქოს მოწევით გამოწვეული ზიანი?

არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც შეამცირებს სიგარეტის მავნებლობას და დაგეხმარებათ თამბაქოს მოხმარების შემცირებაში!

Folium Pini - უნიკალური ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, მძიმე მეტალებისგან გაწმენდას და რადიაციისგან დაცვას; წარმოადგენს პოლივიტამინურ კომპლექსს; არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის დაბერების პროცესს; შეიცავს დიდი რაოდენობით ქლოროფილს, რითაც ამდიდრებს სისხლს და ხელს უწყობს ერითროციტების სინთეზის მექანიზმს; აძლიერებს იმუნურ რეაქციას ვირუსულ ინფექციებზე; ზრდის ანტივირუსულ აქტიობას იმუნური სისტემის უჯრედებში; ახდენს ქსოვილის რეგენერაციის სტიმულირებას ანთებით პროცესებში, ჰიპოთერმიული სეზონური ინფექციებისას; აქვს მრავალი სხვა სასარგებლო თვისება.

ფიჭვი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლადი მცენარეა.

უფასო კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: +(995) 591 33 33 30